სიახლეები

19.12.2023
საჯარო მოხელეებისთვის კომუნიკაციის სტრატეგიის სისტემის ტრენინგები გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტომ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ საქართველოს მთავრობის  2021-2025 წლების კომუნიკაციის სტრატეგიის  სისტემის ტრენინგები გამართა.

06.12.2023
ეთიკური ჰაკინგის ტრენინგი ყველა მონაწილემ წარმატებით გაიარა

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს სატესტო არეალის განსაზღვრა, ინფორმაციის შეგროვება, რეპორტინგი, შეღწევადობის ტესტირების ფაზები და სხვა. სასწავლო კურსი მოიცავდა შესაბამის პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ტრენინგების თემატიკა შეესაბამებებოდა NIST საერთაშორისო დირექტივის სტანდარტებს და დაფუძნებული იყო SANS Institute-ის და eLearnSecurity-ის სწავლების მეთოდებზე.

29.11.2023
კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების ერთლწლიანი კურსი დასრულდა

ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების ერთწლიანი სასწავლო პროგრამა გაიარეს. 

17.11.2023
ციფრული მმართველობის სააგენტო ახალ პროექტზე მუშაობს

ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალ პროექტზე, ციფრული იუსტიციის სახლის მობილურ აპლიკაციაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში.

24.10.2023
კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გაიარეს

სასწავლო კურსზე მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია მმართველობის პროცესში კიბერუსაფრთხოების როლის, მსოფლიოში არსებული კიბერ საფრთხეების, კიბერშეტევის დროს კოორდინირებული კომუნიკაციის, ორგანიზაციებში კიბერუსაფრთოების როლის გაძლიერებისა და კიბერუსაფრხოების სფეროს მდგრადობის შესახებ.

20.10.2023
კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის თანამშრომლობას გერმანიასთანაც დაიწყება

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა კიბერუსაფრთხოების სფეროში გერმანიის მხარდაჭერით ახალი პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის, საუბარი შეეხო, გერმანიის მხარდაჭერით მიმდინარე საერთაშორისო პროგრამაში - ,,პარტნიორობა კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის“ , საქართველოს ჩართვას.