სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე უწყების მიერ ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და ცვლილებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინა. უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების, ციფრული მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (ეროვნული CERT) კიბერუსაფრთხოების მასშტაბურ პროექტს იწყებს.
მასტერკლასების სერია თემებზე:
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ელექტრონული მმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს და სამომავლო გეგმები წარუდგინეს.
რეგიონული სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო მმართველობის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ციფრული მმართველობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ.
ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით, კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს კიბერუსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებელ უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავებისთვის სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. ორდღიანი შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობაა. მისი განხორციელებისთვის სამუშაო შეხვედრებს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კოორდინაციით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი - ,,კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები ავსტრიიდან და ლიეტუვადან.
შეხვედრებში ციფრული მმართველობის სააგენტოდან ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულების მენეჯერები მონაწილეობენ.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებაზე ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის (CAI) სხდომაზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის სამდივნოს მიერ მომზადებული კონვენციის პირველადი სამუშაო ვერსიის დოკუმენტი განიხილეს. ქართულ მხარესთან ერთად განხილვაში ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ავტორიტეტულ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.
შეხვედრაში მხოლოდ ის ქვეყნები იყვნენ ჩართული, რომელთაც ციფრული მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების, განვითარებისა და გამოყენების შესახებ სამართლებრივი ინსტრუმენტების მომზადების გამოცდილება აქვთ.
ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის ამოცანას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შემუშავების, განვითარებისა და გამოყენების პროცესში ადამიანის უფლებათა მინიმალური სტანდარტის დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტის - კონვენციის პროექტის მომზადება წარმოადგენს.
კომიტეტისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.coe.int/en/web/artificial-intelligence/cai