სიახლეები

23.06.2026
საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის თემატურ სესიაზე ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე იმსჯელეს

ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის, ციფრული იდენტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე ისაუბრეს.

18.06.2026
ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისისა და ზესტაფონის ახალგაზრდულ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, რომლებიც კიბერუსაფრთხოებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge შესაძლებლობების გაცნობას დაეთმო.

17.06.2026
საქართველოში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ეუთო-ს ღონისძიებაზე წარადგინეს

საქართველოში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ინიციატივები ვენაში, მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე წარადგინეს.

16.06.2026
ციფრული მმართველობის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე იმსჯელეს

შეხვედრაზე განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სატელეკომუნიკაციო კომპანიების ვალდებულებები, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცედურები და კანონით განსაზღვრული ვადები.

15.06.2026
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მიზანს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენელთა ინფორმირება წარმოადგენდა იმ სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების შესახებ, რომლებიც ციფრულ სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

15.06.2026
ციფრული მმართველობის სააგენტო შშმ პირებისთვის ვებგვერდების მისაწვდომობის სტანდარტზე მუშაობს

ციფრული მმართველობის სააგენტო ჩართულია ვებსაიტებისა და აპლიკაციების მისაწვდომობის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესში.