სიახლეები

11.03.2026
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მონაწილეობს

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

09.03.2026
კიბერუსაფრთხოების ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროექტის ფარგლებში მორიგი ონლაინ ჰაკათონი - ,,Cyber Winter 2026“ წარმატებით დაასრულა. 

06.03.2026
ციფრული მმართველობის სააგენტომ პარტნიორ უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მემორანდუმის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტო პარტნიორ უწყებებთან ერთად აქტიურად ჩაერთვება კიბერუსაფრთხოებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსა და საინფორმაციო კამპანიებში.

10.02.2026
ციფრული მმართველობის სააგენტოს ელექტრონულ სერვისებს კამბოჯის დელეგაცია გაეცნო

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრს, ჩეა ვანდეტს სააგენტოს მანდატი, ფუნქციები და დაგეგმილი პრიორიტეტები გააცნეს. 

22.12.2025
ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მორიგი სასერტიფიკატო კურსი ჩაატარა

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ სასწავლო კურსის მიზანია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების აღსრულების ხელშეწყობა და ამავდროულად, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების მომზადება ან გადამზადება.

17.12.2025
ყაზახეთის სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს პროდუქტებსა და სერვისებს ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდას ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ.