სიახლეები
სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მორიგი ხუთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოების მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და მათ საჭიროებებსაც გაეცნენ.
იუსტიციის მინისტრის, ანრი ოხანაშვილის სახელით, ციფრული მმართველობის სააგენტოს ქალმა თანამშრომლებმა 8 მარტის მისალოცი ბარათები და მსჯავრდებული ქალების მიერ მოყვანილი ყვავილები მიიღეს.
ციფრული მმართველობის სააგენტო ულოცავს ყველა ქალბატონს 8 მარტს!
ციფრული მმართველობის სააგენტომ 2024 წელს დაასრულა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge მობილური აპლიკაციის შექმნა. აპლიკაცია ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმშია გაშვებული და ის მომხმარებელს სახელმწიფო სერვისების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.
სამუშაო შეხვედრის მიზანს ხელოვნური ინტელექტის სისტემების სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოსა და HUDERIA მეთოდოლოგიის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავება წარმოადგენდა, რომელიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პერსპექტივიდან აფასებს ხელოვნური ინტელექტის რისკებსა და ზეგავლენას.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს 2024 წლის გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევის ძირითადი მიგნებები, ელექტრონული მმართველობის განვითარების შეფასების მეთოდოლოგია და ინდიკატორები, რომლის საფუძველზეც დგინდება თითოეული ქვეყნის ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი (EGDI).