ჩვენ ვავითარებთ

სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება ქვეყნის მასშტაბით; ციფრული მმართველობის მხარდაჭერა და განვითარება; ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება
22.12.2025
ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მორიგი სასერტიფიკატო კურსი ჩაატარა
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ სასწავლო კურსის მიზანია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების აღსრულების ხელშეწყობა და ამავდროულად, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების მომზადება ან გადამზადება.ტრენინგზე ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვისა და მხარდაჭერის პრინციპები და სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები განიხილეს.მონაწილეები გაეცნენ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის, ისევე, როგორც იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად.ტრენინგი ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩაატარა, რომელსაც ესწრებოდნენ პირველი და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების წარმომადგენლები. დასკვნით დღეს მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ისინი ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სერტიფიკატს მიიღებენ.
გაიგე მეტი
17.12.2025
ყაზახეთის სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ციფრული მმართველობის სააგენტოს პროდუქტებსა და სერვისებს ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდას ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ. მხარეებმა მიმოიხილეს ყაზახეთისა და საქართველოს ციფრული სამართალწარმოების სექტორი. კერძოდ კი, სისხლის სამართლის საქმეების მიმართულებით მოქმედი ციფრული მექანიზმები. სტუმრების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სააგენტოს მიერ შექმნილმა სისხლის სამართლის საქმისწარმოების მართვის ელექტრონულმა სისტემამ, რომელიც გამომძიებლებსა და პროკურორებს საშუალებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ელექტრონულად განახორციელონ. პროგრამა ხელს უწყობს საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიან უზრუნველყოფას. სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ყაზახეთის სახელმწიფო გრანტით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის სისტემის ორი მაგალითი, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საჯარო მმართველობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების ანალიზი. სისტემა ხელს უწყობს სამართალწარმოების პროცესის ეფექტიანობას მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და ადვოკატების დროითი რესურსის დაზოგვითა და ადამიანური შეცდომების შემცირების გზით. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინტერესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
გაიგე მეტი
16.12.2025
ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა ხელოვნურიინტელექტისა დაადამიანის უფლებების, დემოკრატიისა დასამართლის უზენაესობის (CETS 225) ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის შესახებ სინგაპურში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსი დიმიტრი გუგუნავა ამავდროულად ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის აღმასრულებელი ბიუროს წევრია და შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ჩარჩო კონვენციის შექმნის პროცესის მონაწილეა.დიმიტრი გუგუნავამ ისაუბრა იმ პრაქტიკულ მაგალითებზე, თუ როგორ შეცვალა ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა ადამიანის ყოველდღიურობა; რა ტიპის საფრთხეებს უქმნის შეცვლილი რეალობა ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას. ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს სტრატეგიას აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში. ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას. კონვენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 5 სექტემბერს ვილნიუსში გამართულ ევროსაბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაზე მოაწერა ხელი.,,ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესახებ“ (Empowering Through Digital Technologies) საერთაშორისო კონფერენცია სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობას 20-ზე მეტი მოწვეული მომხსენებელი, მკვლევარი და პრაქტიკოსი სპეციალისტი მონაწილეობდა. კონფერენციის ძირითადი თემები იყო ციფრულ ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულაციები, ინკლუზიურობა ციფრულ კონტექსტში და ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით გაძლიერების პერსპექტივები.
გაიგე მეტი

პარტნიორები