ჩვენ ვავითარებთ
სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება ქვეყნის მასშტაბით; ციფრული მმართველობის მხარდაჭერა და განვითარება; ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება
11.11.2024
კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე საერთაშორისო შეხვედრაზე იმსჯელეს
შეხვედრის მიზანს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოება და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე კოორდინირებული რეაგირების მექანიზმების შემუშავება წარმოადგენდა. შეხვედრაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებსა და საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მიდგომების შემუშავება; მოწყვლადობის კვლევისა და მართვის ერთიანი მიდგომის განვითარება; რეგიონული კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება; რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების დანერგვა და სხვა. ღონისძიება ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა და მასში მონაწილეობას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას კიბერუსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებელი სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოდან შეხვედრას ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გელაშვილი და ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების სამსახურის უფროსი, დიმიტრი გუგუნავა მონაწილეობდნენ. საერთაშორისო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სტამბოლის რეგიონული ჰაბისა და ალბანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (AKSK) ორგანიზებით გაიმართა.
გაიგე მეტი
05.11.2024
სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია ჩატარდა
ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით 14 უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ტრენინგებსა და ინტერაქტიულ აქტივობებში ჯამში ასეულობით სტუდენტი ჩაერთო. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია არსებული კიბერსაფრთხეებისა და მათგან დაცვის მეთოდებზე. ჩატარდა მხიარული ინტერაქტიული ქვიზები და გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვის მექანიზმების სწავლებას. ასევე, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლებას, რისკების შემცირებასა და კიბერჰიგიენის მინიმალური წესების ათვისებას.სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას ყოველთვიურად, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ახორციელებს.ტრენინგებს ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები უძღვებიან.
გაიგე მეტი
21.10.2024
ციფრული მმართველობის სააგენტომ MY.GOV.GE -ს შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია შეაჯამა
ციფრული მმართველობის სააგენტომ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - MY.GOV.GE-ს შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების მიზნით მიმდინარე საინფორმაციო კამპანია შეაჯამა. ღონისძიებაზე გაიმართა სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომლის მიზანსაც ელექტრონული სერვისების შესახებ ცნობიერების დონის დადგენა და მათი ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული დაბრკოლებების განსაზღვრა წარმოადგენდა.განიხილეს ვებგვერდის სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში მომზადებული მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც ნორმატიულ და კანონქვემდებარე აქტებში განსახორციელებელ ცვლილებებს მოიცავს. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები MY.GOV.GE-ს საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და პორტალი ცნობადობის შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მიზნებსა და შედეგებსაც გაეცნენ. კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის, სოციალური არხების, მედია საშუალებებისა და საინფორმაციო ბანერების მეშვეობით.პროექტის ფარგლებში სოციოლოგიური კვლევა კომპანია “ეისითიმ” ჩაატარა, MY.GOV.GE-ს საკომუნიკაციო სტრატეგია კი კომპანია ,,ჯეპრამ” მოამზადა.პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) მხარდაჭერით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანი სახელმწიფო სერვისების ერთიანი პორტალის - MY.GOV.GE -ს ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვნად მატება გახლდათ.
გაიგე მეტი
სიახლეების გამოწერა