სიახლეები

05.12.2022
ციფრული მმართველობის სააგენტოს ინოვაციურ პროექტებს ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის მონაწილეები გაეცნენ

ციფრული მმართველობის განვითარებისა და გაძლიერებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის მონაწილეებისთვის გაიმართა. ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს უწყების მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტსა და დანერგილ ელექტრონულ სერვისებზე, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგიის ძირითად ასპექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება-გაძლიერების მიზნით კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ.

02.12.2022
რეგიონული კონფერენცია GITI 2022 პანელური შეხვედრებით გრძელდება

რეგიონული კონფერენცია GITI 2022 დღეს პანელური შეხვედრებით გაგრძელდა. ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული კიბერპროექტები და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები გააცნეს. მათ შორის, კიბერსერვისებსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის მიმდინარე პროექტები: კიბერკლასი, ელექტრონული სწავლების პლატფორმა, Cyber Winter და სხვა. 

01.12.2022
ციფრული მმართველობის სააგენტომ GITI-ზე ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტები წარადგინა

ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე უწყების მიერ ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და ცვლილებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინა. უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების, ციფრული მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე. 

22.11.2022
Cyber Winter 2023 იწყება !!!

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (ეროვნული CERT) კიბერუსაფრთხოების მასშტაბურ პროექტს იწყებს.

მასტერკლასების სერია თემებზე:

03.11.2022
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ელექტრონული მმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს და სამომავლო გეგმები წარუდგინეს.

რეგიონული სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო მმართველობის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ციფრული მმართველობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ.

26.10.2022
საჯარო და კერძო სექტორს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდება

ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით, კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო  და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს კიბერუსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებელ უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას.