სიახლეები

26.11.2025

ციფრული მმართველობის სააგენტო სახელმწიფო სერვისების ერთიან კატალოგს შეიმუშავებს

სახელმწიფო სერვისების კატალოგის შექმნის მიზნით სერვისების გამცემ უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა, პირველ ეტაპზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში ჩატარდა, სადაც სახელმწიფო სერვისების კატალოგის შექმნის მიზნით შემუშავებული “სახელმწიფო სერვისების აღწერის ერთიანი ჩარჩო” და მასზე დაფუძნებული კითხვარებიგანიხილეს. სერვისების კატალოგის შემადგენელი კომპონენტებიინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის პორტალზე - roi.gov.ge განთავსდა.

სერვისების გამცემი ყველა საჯარო უწყების მიერ კითხვარების შევსების შემდგომ, ქვეყანას სახელმწიფო სერვისების ერთიანი და მუდმივად განახლებადი კატალოგი ექნება. რეესტრი გაამარტივებს და მოაწესრიგებს სერვისების შექმნის, გაცემის და მიღების პროცესს.

სახელმწიფო სერვისების კატალოგი წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც აერთიანებს და სისტემატიზებულს ხდის ყველა იმ სერვისს, რომელსაც მოქალაქეებს, ბიზნესსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სახელმწიფო სთავაზობს.

სახელმწიფო სერვისების კატალოგის შექმნა განსაზღვრულია არაერთი პოლიტიკის დოკუმენტით, მათ შორის, საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიით. კატალოგის შექმნაზე სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთან ერთად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოა პასუხისმგებელი.