სიახლეები

30.09.2025

dgactf.com - ონლაინ კიბერ სავარჯიშოების ახალი პორტალია

DGA CTF - dgactf.com - ონლაინ კიბერ სავარჯიშოების ახალი პორტალია.
ციფრული მმართველობის სააგენტო მსურველებს, განურჩევლად ასაკისა, ონლაინ კიბერსავარჯიშოების უფასო პლატფორმას სთავაზობს.
კიბერუსაფრთხოების შესწავლით დაინტერესებულ პირებს, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, მათი ცოდნისა და უნარების შემოწმების შესაძლებლობა ეძლევათ.
2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ვებპორტალზე ყოველდღიურად ახალი სავარჯიშოები განთავსდება, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარებათ.
პროექტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.