სიახლეები

25.03.2025

იუსტიციის მინისტრი ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოების მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და მათ საჭიროებებსაც გაეცნენ.