კიბერჰიგიენა არის პრაქტიკის, ჩვევებისა და ზომების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ცალკეული ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ კომპიუტერული სისტემების, მოწყობილობების, ქსელებისა და ონლაინ აქტივობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კიბერ-რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად.
თანამედროვე ცხოვრებაში ციფრული ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის უცვლელი ნაწილია და საზოგადოება ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებული - ელექტრონულად ახორციელებს ვაჭრობას სხვადასხვა პორტალების მეშვეობით, კომუნალურ გადასახადებს იხდის ინტერნეტით და ა.შ. ამ ტენდენციების ზრდასთან ერთად, იზრდება ჩვენი ინფორმაციის დაკარგვის საფრთხეებიც, რომელზეც შეიძლება აქამდე არც კი გვიფიქრია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დავიცვათ კიბერჰიგიენა, ონლაინ ქცევის წესები, რათა შევძლოთ ჩვენი პერსონალური ინფორმაციის და თავის დაცვა კიბერ დამნაშავეებისაგან.