სიახლეები
ონლაინ ჰაკათონი იწყება
ციფრული მმართველობის სააგენტო, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროექტის ფარგლებში, იწყებს ონლაინ ჰაკათონს - Cyber Autumn 2026.
ჰაკათონზე რეგისტრაცია 15 სექტემბრიდან იწყება.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საკუთარი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოცდა სურს.
მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული დავალების შესრულება მოუწევთ, მათ შორის:
- ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების ტესტირება (Web Application Testing);
- ლოგების ანალიზი (Log Analysis);
- ინციდენტებზე რეაგირება (Incident Response);
- მავნე პროგრამების ანალიზი (Malware Analysis);
- კიბერუსაფრთხოების სხვა აქტუალური მიმართულებები.
რეგისტრაციისა და მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ სპეციალურ პლატფორმას: https://ctf.cert.dga.gov.ge/ და მიჰყევით ინსტრუქციას.
მონაწილეობისათვის დაგჭირდებათ:
- Windows-ის ოპერაციული სისტემის მქონე კომპიუტერი (სასურველია ვირტუალური გარემო);
- Linux-ის ოპერაციული სისტემის მქონე კომპიუტერი (სასურველია Kali Linux);
- ინტერნეტთან წვდომა.
ონლაინ ჰაკათონი 15 სექტემბერს დაიწყება და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.