სიახლეები

31.08.2026

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან გრძელდება

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარე ტექნოლოგიური ბანაკის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ბანაკის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე, ონლაინ სივრცეში უსაფრთხო ქცევის წესებზე, ყველაზე გავრცელებულ კიბერშეტევებსა და მათგან თავდაცვის ეფექტიან საშუალებებზე.
სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოსთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, თანამედროვე ციფრულ გარემოში არსებული საფრთხეების გაცნობა და უსაფრთხო ციფრული ქცევის კულტურის ხელშეწყობა.
ციფრული მმართველობის სააგენტო კვლავაც განაგრძობს ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებისა და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.