სიახლეები
კიბერუსაფრთხოების ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროექტის ფარგლებში მორიგი ონლაინ ჰაკათონი - ,,Cyber Winter 2026“ წარმატებით დაასრულა.
ჰაკათონში ასეულობით მსურველი მონაწილეობდა და მათ კიბერუსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა დავალება შეასრულეს. სავარჯიშო დავალებებით შემოწმდა მონაწილეთა ცოდნა და უნარები კიბერუსაფრთხოების საკითხებში. მონაწილეებს შორის 18 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც სერტიფიკატები და სიმბოლური ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პოპულარიზაციას და კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი კადრების მოზიდვას.
ონლაინ ჰაკათონი 26 იანვარს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
გაიგეთ მეტი კიბერუსაფრთხოების შესახებ: dga.gov.ge/cyber