სიახლეები
ციფრული განვითარების როლზე სამუშაო შეხვედრა ბუდაპეშტში გაიმართა
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დიგიტალიზაციის სფეროში ქართულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, შალვა ლაზარიაშვილმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ციფრული მმართველობის სააგენტოს მისია და ფუნქციები გააცნო. ასევე, ისაუბრა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების როლზე, ციფრულ სფეროში ერთიანი სტანდარტების დანერგვის აუცილებლობასა და უწყებათაშორისი მონაცემების სისტემათა თავსებადობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა უნგრეთის ტექნოლოგიური სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვადასხვა წარმატებული პრაქტიკული მაგალითების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და მათი საკუთარ ქვეყენაში ინტეგრირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრა საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროების მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. დაიგეგმა, რომ მორიგი შეხვედრა საქართველოში ჩატარდება.
ღონისძიებას საქართველოდან ასევე ესწრებოდნენ სსიპ საკანონმდებლო მაცნეს“ და სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები.