სიახლეები

05.07.2024

ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის ტრენინგი ჩაატარა

შიდა აუდიტორის ტრენინგი მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების თანამშრომლებისთვის ჩატარდა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების პროცესში დაეხმარება. ისინი შეძლებენ განახორციელონ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა აუდიტი.
სასწავლო კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ,,საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების აღსრულებას.
‘’ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის’’ ტრენინგი ეფუძნება ISO 27001, ISO 27002, ISO 31000, ISO 19011 სტანდარტებსა და მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტს, მის პროცესებსა და ამოცანებს, დაგეგმვასა და ჩატარებას, შეუსაბამობების აღმოჩენასა და ანგარიშსწორებას და სხვა საკითხებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.