სიახლეები
კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე საერთაშორისო შეხვედრაზე იმსჯელეს
შეხვედრის მიზანს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოება და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე კოორდინირებული რეაგირების მექანიზმების შემუშავება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებსა და საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მიდგომების შემუშავება; მოწყვლადობის კვლევისა და მართვის ერთიანი მიდგომის განვითარება; რეგიონული კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება; რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების დანერგვა და სხვა.
ღონისძიება ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა და მასში მონაწილეობას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას კიბერუსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებელი სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოდან შეხვედრას ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გელაშვილი და ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების სამსახურის უფროსი, დიმიტრი გუგუნავა მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სტამბოლის რეგიონული ჰაბისა და ალბანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (AKSK) ორგანიზებით გაიმართა.