სიახლეები
შეხვედრა ნატოს კიბერთავდაცვის კომიტეტზე
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ციფრული მმართველობის ტრანსფორმირებისა და მის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით.
საქართველოს კიბერსივრცეში მიმდინარე გამოწვევები და უწყებრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები განიხილეს ნატოს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომაზე.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ და პარტნიორი ქვეყნებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის არსებულ, წარმატებულ მოდელებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP). გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.