სიახლეები

16.06.2022

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები ლიეტუველ კოლეგებს შეხვდნენ

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილება ლიეტუველ კოლეგებს გაუზიარეს.

შეხვედრები გაიმართა ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და ამ სფეროში მოქმედი სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებთან. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება კიბერუსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებით. მათ შორის, ცოდნა-გამოცდილების, ორგანიზაციული მოწყობის, მეთოდოლოგიისა და კიბერსაფრთხეებთან გამკლავების საშუალებების შესახებ.

კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ხუთდღიანი ვიზიტი ლიეტუვაში ევროკავშირის ,,დაძმობილების პროექტის“ მხარდაჭერით განხორციელდა. მხრეები შეთანხმდნენ, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას მეტად ეფექტურად გააგრძელებენ.