სიახლეები
ეთიკური ჰაკინგის ტრენინგი ყველა მონაწილემ წარმატებით გაიარა
ციფრული მმართველობის სააგენტომ ეთიკური ჰაკინგის სასწავლო კურსის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს სატესტო არეალის განსაზღვრა, ინფორმაციის შეგროვება, რეპორტინგი, შეღწევადობის ტესტირების ფაზები და სხვა. სასწავლო კურსი მოიცავდა შესაბამის პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ტრენინგების თემატიკა შეესაბამებებოდა NIST საერთაშორისო დირექტივის სტანდარტებს და დაფუძნებული იყო SANS Institute-ის და eLearnSecurity-ის სწავლების მეთოდებზე.
ციფრული მმართველობის სააგენტო განაგრძობს ტრენინგების ორგანიზებას და მსურველებს მომავალ წელს სიღრმისეულ Advanced სასწავლო კურსს შესთავაზებს. სასწავლო პროგრამას სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები უძღვებოდნენ.