სიახლეები

17.06.2025

ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის ტრენინგი ჩაატარა

შიდა აუდიტორის ტრენინგი პირველი და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების თანამშრომლებისთვის ჩატარდა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების პროცესში დაეხმარება. ისინი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა აუდიტის განხორციელებას შეძლებენ.

‘’ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის’’ ტრენინგი მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტს, მის პროცესებსა და ამოცანებს, დაგეგმვასა და ჩატარებას, შეუსაბამობების აღმოჩენასა და ანგარიშსწორებას და სხვა საკითხებს.

სასწავლო კურსის მიზანია, ,,საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების აღსრულების ხელშეწყობა. ასევე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა აუდიტორების მომზადება/გადამზადება.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.