სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტომ უზბეკეთის დელეგაციას უმასპინძლა
უზბეკეთის დელეგაცია ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას და სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდების კუთხით, საქართველოს პოზიტიურ გამოცდილებას გაეცნო.
სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია, განხორციელებული წარმატებული რეფორმების, ინიციატივებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. დავით ნადირაშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ციფრული მმართველობის სააგენტოს ხედვა ღია მონაცემების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ღია მონაცემების როლს ღია მმართველობის პროცესში.
მხარეებმა ისაუბრეს ციფრულ მმართველობაში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა, გაღრმავდეს ურთიერთთანამშრომლობა.
შეხვედრას უზბეკეთის ანტიკორუფციული სააგენტოსა და სტატისტიკის სააგენტოს, ასევე, ეუთოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.