სიახლეები

08.05.2025

კიბერუსაფრთხოების ონლაინ ჰაკათონი იწყება

ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით დაგეგმილ ონლაინ ჰაკათონში - ,,DGACTF” მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.
,,Capture The Flag” მონაწილე პირებს კიბერუსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა დავალების შესრულება მოუწევთ. სავარჯიშო დავალებები შეამოწმებს მონაწილეთა ცოდნასა და უნარებს ისეთ აქტუალურ მიმართულებებში, როგორიცაა:

  • შეღწევადობის ტესტირება (Penetration Testing);
  • ლოგების ანალიზი (Log Analysis);
  • ინციდენტებზე რეაგირება (Incident Response);
  • მავნე პროგრამების ანალიზი (Malware Analysis);
  • კიბერუსაფრთხოების სხვა საკითხები.

მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ონლაინ შეჯიბრისთვის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდს dgactf.com და მიჰყევით ინსტრუქციას. ყოველი წარმატებით შესრულებული ამოცანა განსხვავებულ, უფრო რთულ ამოცანაზე გადაგიყვანთ.
ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ:

  • კომპიუტერი Linux-ის ოპერაციული სისტემით (სასურველია Kali Linux სისტემა);
  • ინტერნეტთან წვდომა.

ონლაინ შეჯიბრის გამარჯვებულებს ციფრული მმართველობის სააგენტოსგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
წარმატებულ მონაწილეებს სააგენტოში დასაქმების ან სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ამისთვის აუცილებელია, მსურველებმა პლატფორმაზე საკონტაქტო ინფორმაცია დატოვონ.
პროექტი მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პოპულარიზაციას და კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი კადრების მოზიდვას.