სიახლეები

11.10.2023

ციფრული მმართველობის სააგენტოს გუნდი კიბერუსაფრთხოების მსოფლიო კონკურსში მონაწილეობისთვის ემზადება

The European Cyber Security Challenge (ECSC), არის პლათფორმა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები იღებენ. საქართველოდან საერთაშორისო კონკურსში 7 მონაწილე წარსდგება, რომელთაც სპეციალური IT უსაფრთხოების დავალებების, შეტევებისა და თავდაცვის სიმულაციების შესრულება მოუწევთ.

საერთაშორისო კონკურსამდე, ციფრული მმართველობის სააგენტომ შიდა ეროვნული კონკურსი ჩაატარა, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. კონკურსი მოიცავდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კრიპტო თავსატეხებს, Reverse ინჟინერიასა და სხვა დავალებებს. შიდა კონკურსში გამარჯვებულები და ციფრული მმართველობის სააგენტოდან შერჩეული კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები 23 – 27 ოქტომბერს მონაწილეობას ნორვეგიაში კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ.

საქართველო The European Cyber Security Challenge-ში წელს პირველად მონაწილეობს. ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შერჩეული 16-დან 20 წლამდე მონაწილეები გადამზადდნენ ENISA-ს სტანდარტების მიხედვით. კონკურსში მონაწილეობის პარტნიორია ევროკავშირი.

კიბერუსაფრთხოების ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების მიზანია, ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება და ნიჭიერი კიბერ-სპეციალისტების აღმოჩენა.