სიახლეები

02.09.2026

ყაზახეთთან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ყაზახეთის სს ეროვნულ საინფორმაციო ტექნოლოგიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში თანამშრომლობის დაწყებასა და შემდგომი კომუნიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ციფრული განვითარების პროცესში ახალი შესაძლებლობების შექმნას.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების შემუშავების შესაძლებლობებს, ციფრული სერვისებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარების ხელშეწყობას.
თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების გამოცდილების გაზიარება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფის გზით.
მემორანდუმის ხელმოწერას საფუძველი ჩაეყარა საჯარეო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, სადაც სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარესა და ყაზახეთის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების პირველ ვიცე მინისტრს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ინსტიტუციური პარტნიორობის გაღრმავების გზაზე.