სიახლეები

28.09.2026

საქართველოსა და კორეას შორის ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი მუშაობას იწყებს

საქართველოსა დაკორეის რესპუბლიკას შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შექმნილი ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი მუშაობას იწყებს.

ცენტრის საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით, ციფრული მმართველობის სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე, თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოზალიშვილი და ახლად შექმნილი ცენტრის თანათავმჯდომარე, კორეის რესპუბლიკის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს (NIA) ინფორმაციული ტექნოლოგიების გლობალური თანამშრომლობის დეპარტამენტის აღმასრულებელი მენეჯერი კოჰტაეჯინი ესწრებოდნენ.

ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის ცენტრი ორიქვეყნის გამოცდილებისა დაცოდნის გაზიარებას, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა დაფორუმების ორგანიზებას დაციფრული მმართველობის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამომავლო გეგმები დასაქართველოსა დაკორეის რესპუბლიკას შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კოჰტაეჯინმა ციფრული მმართველობის სააგენტოს სამუშაო სივრცე დაათვალიერა, გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს დათანამშრომლებს შეხვდა.

ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნის საფუძველი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა დაკორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა დაუსაფრთხოების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმია, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის სექტემბერში პაატა სალიამ და იუნ ჰო-ჯუნმა მოაწერეს.

მემორანდუმი ორქვეყანას შორის ციფრული მმართველობის სფეროში ცოდნისა დაგამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის გაღრმავებისა დაერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობებს ქმნის. მემორანდუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს შემდგომი განვითარება.