სიახლეები

27.08.2026

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები რობოტექნიკის ფორუმში მონაწილეობდნენ

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ.
Qazbot Robotics Forum 2026-ზე განიხილეს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები და მათი გავლენა სხვადასხვა სფეროზე.
საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების და პროფესიული კონტაქტების გაღრმავების მიმართულებითაც.
ფორუმის ორგანიზატორებმა ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებთან, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.
ფორუმი ქალაქ ასტანაში, ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კომპანიების Qazbot და Agibot ორგანიზებით გაიმართა.