სიახლეები

07.08.2025

„კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგია” დამტკიცდა

კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების 2025-2030 წლების სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, კერძო და საჯარო სექტორის ცოდნისა და უნარების გაძლიერებას კიბერუსაფრთხოების სფეროში.
გრძელვადიან პერსპექტივაში, სტრატეგია ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას და შესაძლებლობების განვითარებას უზრუნველყოფს, რაც მზარდი საფრთხეების შემცველ გარემოში, ქვეყანას უფრო კიბერმედეგს გახდის.
დოკუმენტზე მუშაობა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტომ ,,საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის” ფარგლებში დაიწყო. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ პარტნიორი სახელმწიფო უწყებები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ციფრული მმართველობის სააგენტომ სტრატეგიასთან ერთად, 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმაც დაამტკიცა.

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა: