სიახლეები
ციფრული მმართველობის საკითხებზე გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე ისაუბრეს
გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის თემატურ სესიაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან გელაშვილმა, საჯარო სექტორში ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ციფრული მმართველობის 2025–2030 წლების სტრატეგიასა და მის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე - „ინკლუზიურობა ნაგულისხმევად", რომელიც მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი თემებისთვის, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ფორუმის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალ My.gov.ge-ს. აღინიშნა, რომ ნებისმიერ მომხმარებელს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩათვლით, მასზე ორიენტირებული სერვისების მიღება სხვადასხვა არხის, მათ შორის, მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც შეუძლია.
საუბარი შეეხო ციფრული წიგნიერების პროგრამებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების როლს საქართველოს რეგიონებში სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ხელშეწყობას და კიბერუსაფრთხოების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, როგორც ციფრულ სივრცეში მოქალაქეთა ნდობის განმტკიცების აუცილებელ საფუძველს.
გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში საქართველოდან იუსტიციის სამინისტროსა და მის ფარგლებში მოქმედი სააგენტოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 2026 წლის გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს საქართველო უმასპინძლებს