სიახლეები
ესტონეთის ელჩი ციფრული მმართველობის სააგენტოს სტრუქტურასა და ფუნქციებს გაეცნო
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა, ესტონეთის ელჩთან სამუშაო შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციასა და კიბერსაფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. ესტონეთის ელჩი გაეცნო საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგიას და სსიპ ციფრული მართველობის სააგენტოს მიერ დაფუძნებულ საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმას.
შეხვედრაზე მხარეებმა კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დავით ნადირაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.