სიახლეები

02.12.2025

შიდა აუდიტორის ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

ციფრული მმართველობის სააგენტომ პირველი და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების თანამშრომლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის ტრენინგი ჩაატარა.

‘’ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის’’ ტრენინგი მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტს, მის პროცესებსა და ამოცანებს, დაგეგმვასა და ჩატარებას, შეუსაბამობების აღმოჩენასა და ანგარიშსწორებას და სხვა საკითხებს.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების პროცესში დაეხმარება. ისინი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა აუდიტის განხორციელებას შეძლებენ.

სასწავლო კურსის მიზანია ,,საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების აღსრულების ხელშეწყობა. ასევე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა აუდიტორების მომზადება/გადამზადება.