სიახლეები

25.03.2022

ციფრული მმართველობის სააგენტომ დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა დაიწყო

  • ციფრული მმართველობის სააგენტომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საელჩოსთან ერთად კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
  • პროექტი ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლობის გაღრმავებას, მიმდინარე კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით შიდა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
  • საქართველოს კიბერუსაფრთხოების ოთხწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2020 წელს სხვადასხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისა და სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შეიქმნა. სტრატეგია ითვალისწინებს თანამედროვე კიბერსაფრთხეებსა და მათთან გამკლავების სხვადასხვა ღონისძიებას, რომლის აღსრულებაში ციფრული მმართველობის სააგენტო აქტიურად არის ჩართული.
  • დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით დაწყებული პროგრამის პრეზენტაცია ციფრული მმართველობის სააგენტოში დღეს გაიმართა. ღონისძიებას ბრიტანეთის საელჩოს კიბერუსაფრთხოების მიმართულების ჯგუფის წარმომადგენლები, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილი, სააგენტოს ადმინისტრაციისა და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტების