სიახლეები

01.07.2024

კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინდექსით, საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა

კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 44-დან 22-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 33-დან მე-16 პოზიციაზე დაწინაურდა.
კვლევა 48 ქვეყანაში ჩატარდა და მონაცემები NCIS -მ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა. საქართველომ უმაღლესი 100%-იანი შეფასება დაიმსახურა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის, პირადი მონაცემების დაცულობისა და კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
შეფასების არსებული სისტემით, საქართველომ ასიდან 62.5 ქულა დააგროვა, რაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნის წარმატებასა და წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე მიუთითებს.
რეიტინგის ინდიკატორები შემუშავებულია ექსპერტთა ჯგუფისა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით. კვლევა ყურადღებას ამახვილებს განხორციელებულ რეფორმებზე.
ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ციფრული მმართველობის სააგენტო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს:
კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის (CERT) მეშვეობით საჯარო და კერძო სექტორში კიბერინციდენტების რეგისტრაცია, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება;
მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო ღონისძიებები, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ენებზე;
შექმნილია კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო პარნტიორობის პლატფორმა, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას უწყობს ხელს.