სიახლეები

16.06.2026

ციფრული მმართველობის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე იმსჯელეს

ციფრული მმართველობის სააგენტოში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სატელეკომუნიკაციო კომპანიების ვალდებულებები, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცედურები და კანონით განსაზღვრული ვადები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამსახურის საგანმანათლებლო პროექტების მიზნებსა და დანიშნულებაზე.

ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატში სააგენტოს თანამშრომლებმა სატელეკომუნიკაციო სერვისებთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება და მათ საქმიანობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხები გააზიარეს. მხარეებმა იმსჯელეს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობებზე.

ციფრული მმართველობის სააგენტოს პრიორიტეტია ისეთი ტიპის თანამშრომლობა, რომელიც მოქალაქეების ინფორმირებულობის ზრდასა და მათი უფლებების ეფექტიან დაცვას უწყობს ხელს.