სიახლეები

24.11.2026

ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კორეა-საქართველოს ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის (DGCC) ორგანიზებით, ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი ტრენინგი დაიწყო.

ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კორეა-საქართველოს ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის (DGCC) ორგანიზებით, ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი ტრენინგი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ და საქართველოში კორეის ელჩმა, ჰიონ დუ კიმმა გახსნეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სახელმწიფო სერვისებში შესაძლებლობას იძლევა, მომსახურება გახდეს უფრო სწრაფი, მოქნილი და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული.

თამარ ზოდელავამ ასევე ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობას. მისი თქმით, სახელმწიფო სერვისებში ტექნოლოგიების გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს კანონიერებას, გამჭვირვალობას, სამართლიანობას, ანგარიშვალდებულებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

სამდღიან ტრენინგში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 50-ზე მეტი წარმომადგენელი კორეელ ექსპერტებთან ერთად ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, ციფრული იდენტობის, მონაცემთა მართვისა და საჯარო სერვისების განვითარების საკითხებს გაეცნობა.

ტრენინგის მიზანია საჯარო სექტორის თანამშრომელთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის უფრო მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ სერვისებში აისახოს.