სიახლეები

12.04.2024

კიბერინციდენტების იდენტიფიცირებისა და რეაგირების შესახებ ფორუმი გაიმართა

კიბერინციდენტების იდენტიფიცირებისა და რეაგირების შესახებ შესაძლებლობების განვითარების ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის მესამე კატეგორიის სუბიექტებთან ინციდენტების მართვისა და ინფორმაციის მიმოცვლის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ინციდენტების მართვის პროცესსა და ამ პროცესის სამართლებრივი მოწესრიგების საკითხებს.
ფორუმის მონაწილეებმა ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფს კიბერინციდენტების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარეს. ფორუმი მონაწილეებს დაეხმარება ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობის გაუმჯობესებაში, ასევე, ორგანიზაციების ქსელური ნაკადის მონიტორინგის კანონთან შესაბამისად წარმართვაში.
ღონისძიება USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის რეგიონული პროგრამის და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.“