სიახლეები

10.12.2024

ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრაზე იმსჯელეს

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს 2024 წლის გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევის ძირითადი მიგნებები, ელექტრონული მმართველობის განვითარების შეფასების მეთოდოლოგია და ინდიკატორები, რომლის საფუძველზეც დგინდება თითოეული ქვეყნის ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი (EGDI).
სამუშაო შეხვედრის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე მიღებული გამოცდილება, არსებული გამოწვევები და მიღწევები. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვისა და განვითარების მიმართულებით გატარებული რეფორმები და მიღწევები გააცნო.
„ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა: დიჯიტალიზაციის გავრცელება აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და დასავლეთ აზიაში" - ამ საკითხზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრას საქართველოდან იუსტიციის სამინისტროს, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ღონისძიება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN-DESA) და ესტონეთის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.