სიახლეები

01.10.2025

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა - ციფრული მმართველობის სააგენტო უერთდება ინიციატივას და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას შემოგთავაზებთ.
სააგენტო მოგაწვდით ინფორმაციას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე ახალი ტენდენციების და გავრცელებული საფრთხეების შესახებ. ასევე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით პრევენციულ აქტივობებსა და რეკომენდაციებს.
თანამედროვე ციფრულ სამყაროში სოციალური ინჟინერია და მავნე პროგრამული უზრუნველყოფების გავრცელება ყოველდღიური გამოწვევებია. თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გაეცანით ინფორმაციას საინტერესო ღონისძიებებისა და რეკომენდაციების შესახებ.
გაიგეთ მეტი კიბერუსაფრთხოების შესახებ: dga.gov.ge/cyber