სიახლეები

17.09.2024

2024 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციაზეა

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა (ITU) კიბერუსაფრთხოების 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა (GCI). საქართველო 91,92 ქულით მეორე ქვეჯგუფში მოხვდა, სადაც ირიცხებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ავსტრია, კანადა, ირლანდია, ისრაელი, ლიეტუვა და სხვები.

შეფასება ხორციელდება ხუთ ჭრილში და თითოეული ფასდება მაქსიმუმ 20 ქულით. საქართველომ მაქსიმალური ქულები მიიღო სამართლებრივ, ტექნიკურ და თანამშრომლობის ნაწილში, ხოლო 16,35 ქულა დაიმსახურა ორგანიზაციულ და შესაძლებლობათა განვითარების ნაწილში.

წინა წლებისაგან განსხვავებით, ორგანიზაციამ ინდექსის გამოთვლის მეთოდოლოგია შეცვალა. ახალი მეთოდოლოგია ნაცვლად ქვეყნების რეიტინგებისა, გვთავაზობს ქვეყნების დონეებად (Tiers) დაყოფას. სულ ხუთი დონეა (T1 – Role modelling; T2 – Advancing; T3 – Establishing; T4 – Evolving; T5 – Building). საქართველო, განხორციელებული რეფორმებით, მეორე დონეზე მოხვდა.

მიმდინარე წელს, საქართველო კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსშიც დაწინაურდა. მსოფლიო მასშტაბით 44-დან 22-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 33-დან მე-16 პოზიციაზე გადავიდა.