სიახლეები

19.12.2023

საჯარო მოხელეებისთვის კომუნიკაციის სტრატეგიის სისტემის ტრენინგები გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტომ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ საქართველოს მთავრობის 2021-2025 წლების კომუნიკაციის სტრატეგიის სისტემის ტრენინგები გამართა.
სასწავლო კურსის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ელექტრონულ სისტემას, რომელიც საჯარო მოხელეებს აძლევს საშუალებას, განახორციელონ აქტივობები საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. მონაწილეები თეორიული ცოდნის გარდა, გაეცნენ სისტემაში პრაქტიკულ მუშაობას.
სასწავლო კურსი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშემწყობი ევროკავშირის პროექტის (AA/DCFTA Facility) ორგანიზებით იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა.