სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა
კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, დიმიტრი გუგუნავამ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპის საბჭოს #225 ჩარჩო კონვენციაზე ისაუბრა. დოკუმენტი მოიცავს “ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ” და ამავე კონვენციის მიზნებისთვის შექმნილ დოკუმენტზე “ადამიანების უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პერსპექტივიდან ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან დაკავშირებული რისკებისა და აღნიშნული სისტემების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას” (HUDERIA).
აღნიშნულ კონვენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი 2024 წლის 5 სექტემბერს ქ. ვილნიუსში გამართულ ცერემონიაზე მოაწერა.
კონვენცია პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც მიზნად ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას ისახავს.
ციფრული მმართველობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს” ერთ-ერთი პრიორიტეტია. ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნის საკითხი გათვალისწინებულია საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგიით (დეტალურად იხ. https://dga.gov.ge/?m=articles&id=rX2UbNUdA9).