სიახლეები

17.11.2026

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე საქართველო-კორეის ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო გოზალიშვილმა, საქართველო-კორეის ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ციფრული მმართველობის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ის განვითარების ხედვასა და ფუნქციონალის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით კორეის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოქალაქეებისთვის უფრო მოქნილი, მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული მომსახურების შეთავაზებაზე.
საქართველო-კორეის ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა. მისი მიზანია ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.