სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელი დომენური ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა
სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა, დიმიტრი გუგუნავამ, საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგიისა და ამ სტრატეგიით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებების შესახებ ისაუბრა.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ციფრული მმართველობის სამართლებრივი ჩარჩოს, ღია მონაცემების, ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ელექტრონული სანდო მომსახურებების, ონლაინ უსაფრთხოებასთან დააკავშირებულ ინიციატივების, საქართველოს ციფრული მმართველობის საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. თითოეული მათგანი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციას - ერთი მხრივ, ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის განვითარებას და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს ონლაინ უსაფრთხოებასა და სანდოობას.
აღსანიშნავია, რომ ციფრული მმართველობის სააგენტო, როგორც GOV.GE ქვე-ზონის ადმინისტრატორი, ასევე მუშაობს დომენური უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და DNS უსაფრთხოების სისტემის დანერგვა უკვე ფინალურ ფაზაშია.
ღონისძიება „კავკასუს ონლაინის“, როგორც .GE ზონის ადმინისტრატორის მიერ დაორგანიზდა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს წარედგინათ DNSSEC-ის (დომენური სახელების სიტემის უსაფრთხოება) გაფართოების საკითხები განიხილეს, რაც უზრუნველყოფს მონაცემების დაცვას, ) მნიშვნელობა და მისი პრაქტიკული როლი დომენური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერებაში. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს DNS მონაცემების ავთენტურობისა და მთლიანობის გადამოწმებას, ამცირებს მომხმარებლის მავნე ვებგვერდებზე გადამისამართების რისკს და აძლიერებს ნდობას ციფრული სერვისების მიმართ.