პროექტები

08.02.2022

კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი www.cyberlab.ge

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: - ევროკომისიის EaPconnect-ის პროექტი

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: დღეისათვის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება გახდა უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნების ელექტრონული ინფრასტრუქტურის სტაბილური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. ამის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციისსამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (cert.dga.gov.ge) და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს თანამშრომლობით, შეიქმნა კიბერსავარჯიშოების დისტანციური პორტალი www.cyberlab.ge

პორტალი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გაიღრმაონ პრაქტიკული უნარები კიბერინციდენტების აღმოჩენასა და რეაგირებაში. პორტალი აგრეთვე სასარგებლო იქნება საჯარო დაკერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის და მათ დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერ ინციდენტებზე ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში.

დისტანციურ პორტალზე განთავსებული სავარჯიშოები ეხება შემდეგ საკითხებს: კრიპტოგრაფია; რეალური ინციდენტების მავნე კოდისანალიზი; რეალური სერვერების კიბერ ინციდენტების ლოგ ფაილების ანალიზი; რევერსიული ინჟინერია; ქსელური ნაკადების ანალიზი; კიბერ ანალიტიკა.

პორტალის შექმნის სამუშაოები მხარდაჭერილია ევროკომისიის EaPconnect-ის პროექტის მიერ.