სიახლეები

18.01.2024

ციფრული მმართველობის სააგენტომ 2023 წელი მრავალი წარმატებული პროექტით დაასრულა

ციფრული მმართველობის სააგენტოს ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge ინტეგრირებულია 700-ზე მეტი სერვისი. 2023 წლის განმავლობაში ყველა სერვისის გამოყენების ჯამური მაჩვენებელია - 17 798 172. . პორტალზე ნავიგაციის გასაუმჯობესებლად მოხდა კატეგორიების და ქვეკატეგორიების რეორგანიზაცია, შეიცვალა პორტალის ვიზუალი. დასრულდა MY.GOV.GE-ს მობილური აპლიკაციის პირველი ეტაპის დეველოპმენტი და მიმდინარეობს ტესტირება რეალურ გარემოში გაშვებამდე. აპლიკაციაში ინტეგრირდა პორტალზე ყველაზე მოთხოვნადი სერვისები. ასევე, ახალი საინფორმაციო სერვისები და ციფრული დოკუმენტები.

ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ 2023 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა: პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის მართვის ელექტრონული სისტემა - PDCEMS; სისხლის სამართლის საქმისწარმოების სისტემა cis.gov.ge; e-enforcement.ge; სამართლებრივი დაახლოების ელექტრონული პლატფორმა; ელექტრონული მართვის სისტემა EMS; საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მართვის ავტომატური საშუალებების სისტემა;

განახლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს, ანტიკორუფციული ბიუროს, მინისტერიალის, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სახლის ვებგვერდები. ასევე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის ელექტრონული სისტემა; კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის მონიტორინგსა და შეფასების ელექტრონული სისტემა და სხვა.

დასრულების ეტაპზეა საქართველოს, რიგით მეორე, ციფრული მმართველობის სტრატეგიის (2024-2027 წწ.) და მისი ორწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტებზე მუშობა.

დასრულდა მუშაობა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს სერვისების კატალოგზე.

კიბერუსაფრთხოების ეროვნული 2021-2024 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში პერმანენტულად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები დონორ ორგანიზაციებთან;

"ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს 2024 წლის სამოქმედო გეგმა.

ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით, დაფუძნდა კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმა GCPPP, რომელიც მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების სფეროში, ეროვნულ დონეზე სხვადასხვა მანდატის მქონე საჯარო და კერძო ორგანიზაციებსა და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

დამტკიცდა ქვეყნისათვის სტრატეგიულად და მატერიალურად მნიშვნელოვანი IT პროექტების მართვის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი.

გაძლიერდა მუშაობა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით:

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფმა CERT, წლის განმავლობაში, რეაგირება მოახდინა საქართველოს კიბერსივრცეში დაფიქსირებულ 400-მდე ინციდენტზე.

მომზადდა კიბერ ინციდენტებზე რეაგირების სახელმძღვანელო;

საქართველოს ინტერნეტსივრცეში გადამოწმდა იმ ქართული სახელმწიფო დომენების მისამართები, რომლებიც დაუცველ HTTP პროტოკოლზე მუშაობე;

მუდმივად ხორციელდება კიბერინციდენტებზე რეაგირება და გავრცელებული ფიშინგის შემთხვევების დაბლოკვა;

წარმატებით განხორციელდა „Cyber Winter 2023“ ღონისძიება. ვებგვერდზე Elearning.gov.ge. მომზადდა შესაბამისი კურსი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს უფასოდ გაიაროს აღნიშნული კურსი და მიიღოს დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სამწლიანი პროექტის - „გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობა” (UKGCP) მხარდაჭერით 2023 წელს განხორციელდა კიბერ და ონლაინ საფრთხეების შესახებ ცნობადობის ამაღლების მასშტაბური კამპანიები, რომელშიც სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს.

2023 წლის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოს არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ეწვია. მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ქლევერლი, რომელიც ადგილზე გაეცნო კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკას და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებს.

ციფრული მმართველობის სააგენტოს მუშაობას გაეცნო აშშ-ის კიბერსარდლობის კიბერუსაფრთხოების ეროვნული მისიის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი უილიამ ჰარტმანი.

თავის მხრივ, ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში, სადაც წარადგინეს საქართველოს ციფრული მმართველობის განვითარების კუთხით მიმდინარე ღონისძიებები და რეფორმები.