სიახლეები

26.06.2023

ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებული პროექტები საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ
აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელურ დისკუსიაზე ქართულმა დელეგაციამ ციფრული მმართველობის ტრანსფორმაციის პროცესში საჭირო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ცვლილებებს და პროექტებს, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საქართველოში ხორციელდება.
დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაშია ,,საჯარო კერძო პარტნიორობა ციფრული მმართველობის პროცესში“ და შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოში მიღწეულ შედეგები გააცნო.
დიმიტრი გუგუნავა, ციფრული მმართველობის და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების უფროსი მენეჯერი:
,,საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობა შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ საერთაშორისო ფორუმებზე გაჟღერდეს ქართული გამოცდილება და, ამავდროულად, სხვა ქვეყნების გამოცდილება გამოვიყენოთ საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმისა და სერვისების გაციფრულების პროცესში“.
საერთაშორისო კონფერენცია მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა. საქართველოდან მასში სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.