სიახლეები

31.07.2023

ციფრული მმართველობის განვითარებაზე საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს

სახელმწიფო სერვისების მიწოდებასა და ციფრული მმართველობის განვითარების ტენდენციები მიმოიხილეს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით გაიმართა და თერთმეტი სამინისტროს 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ციფრული მმართველობის სტრატეგიულ და საკანონმდებლო ჩარჩოებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამოქმედო გეგმებზე. ხაზი გაესვა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში საჯარო დაწესებულებების ჩართულობის დიდ მნიშვნელობას. მონაწილეებმა საჯარო მმართველობის რეფორმის ისტორია, განვითარება და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება განიხილეს.
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ასევე ისაუბრეს ტექნოლოგიურ სფეროში ადამიანური კაპიტალის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე; თანამედროვე საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსის მართვის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე სამუშაო შეხვედრა USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.