სერვისები

ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ

მომსახურების აღწერა და საფასური

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – სააგენტოს შესახებ კანონი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ციფრული მმართველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების შექმნის/მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, განახორციელოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ივლისის №438 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის“ (შემდგომში – №438 დადგენილება) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის 28-ე გრაფის მიხედვით, სააგენტოს ახორციელებს ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, რომლის მაქსიმალური საფასურიც არის: 1 მბ/წმ (გლობალური ინტერნეტი) თვეში – 30 ლარი დღგ-ის ჩათვლით.

სააგენტოს შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე №438 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების პირობები, მათ შორის, შესყიდვის ობიექტი და მისი დეტალური აღწერა, ხელშეკრულების ღირებულება (რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შემცირდეს), ანგარიშსწორების დეტალური პირობები, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი, ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები, აგრეთვე მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, შემსყიდველსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

№438 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საფასურის გადახდა ხორციელდება შესაბამისი მომსახურების გაწევამდე. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება:

  • თუ დაინტერესებულმა პირმა მომსახურების მიღების თაობაზე მომსახურების გაწევის დაწყებამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;
  • თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში.

როგორც წესი, სააგენტო დამოუკიდებლად არ წევს ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებულ მომსახურებას და იგი ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების შექმნის/მიწოდების მომსახურების დამხმარე კომპონენტია (მაგალითად, როდესაც სააგენტო შემსყიდველს უწევს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებისა და ადგილზე მომხმარებლის მხარდაჭერის მომსახურებას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში იგი შეიძლება მოიცავდეს ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებულ მომსახურებასაც).

ინფორმაცია შემსყიდველის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ

  • შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის ინდივიდუალურად დადებული ხელშეკრულებით;
  • ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სააგენტო მიმართავს შემსყიდველის მიერ მომსახურებით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში;
  • ხელშეკრულების პირობებისთვის დარღვევისთვის პირგასამტეხლო, აგრეთვე ხელშეკრულების შეწყვეტის წესი განისაზღვრება შემსყიდველსა და სააგენტოს შორის ინდივიდუალურად დადებული ხელშეკრულებით;
  • ინფორმაცია მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე;
  • დაგეგმილი და გადაუდებელი ტექნიკურ სამუშაოების ჩატარებისა და ინფორმირების წესი განისაზღვრება შემსყიდველსა და სააგენტოს შორის ინდივიდუალურად დადებული ხელშეკრულებით.

პრეტენზიის წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურა

  • ინციდენტის არსებობის შემთხვევაში ინფომრაცია უნდა დაფიქსირდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე support@cloud.gov.ge, ტექნიკური მხარდაჭერის სატელეფონო ცენტრის ნომერზე 2 40 58 18 ან ტექნიკური მხარდაჭერის პორტალზე support.cloud.gov.ge.
  • მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში შემსყიდველს შეუძლია მიმართოს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მობ.: 591 03 48 58; ელ. ფოსტა: bchokheli@dga.gov.ge).
  • შემსყიდველსა და სააგენტოს შორის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავას განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • შემსყიდველს უფლება აქვს, პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მიმართოს აგრეთვე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს:

ვებსაიტი: https://momkhmarebeli.comcom.ge

ელ. ფოსტა: defender@comcom.ge

მის.: თბილისი 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18

ტელ.: +995 32 2399505

სააგენტოს რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია

სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტო

ს/ნ: 204598337

მის.: ქ. თბილისი 0114, ვახტანგ გორგასლის 22

ელ. ფოსტა: info@dga.gov.ge

ტელ.: 032 294 41 20 (4010)

სამართლებრივი აქტები

სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე.

იხილეთ ვრცლად
კიბერუსაფრთხოება

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გთავაზობთ შემდეგი ტიპის სერვისებს:

  • შეღწევადობის ტესტირების განმახორციელებელ პირთა ავტორიზაცია (თანდართული ფაილი - საბანკო რეკვიზიტი);
  • ვებაპლიკაციის შეღწევადობის ტესტირება;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის შეღწევადობის ტესტირება;
  • კომპიუტერული ინციდენტების მართვა/რეაგირება;
  • კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მომსახურება;
  • ფიშინგშეტევის სიმულაცია;
  • კიბერჰიგიენის ტრენინგი;
  • კიბერინციდენტებზე რეაგირების საბაზისო ტრენინგი
  • კიბერსავარჯიშოები;
  • კიბერუსაფრთხოების ტრენინგი;
  • elearning.gov.ge - კიბერუსაფრთხოების სასწავლო პლატფორმა
  • cyberlab.ge - კიბერსავარჯიშოების დისტანციური პორტალი

კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია - გაიგე მეტი!

იხილეთ ვრცლად
ინფრასტრუქტურული და IT მხარდაჭერა

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო გთავაზობთ შემდეგი ტიპის ინფრასტრუქტურულ და IT სერვისებს:

  • ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის აუდიტი
  • საწყისი პროგრამული კოდის ანალიზი
  • ბიზნესანალიზის დოკუმენტის შექმნა
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო პლატფორმით მომსახურება
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით მომსახურება
  • პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა
  • ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება და ადგილზე მომხმარებლის მხარდაჭერა
  • გამოთვლითი ვირტუალური რესურსების მიწოდება (Vcpu, RAM, HDD)
  • სერვერული აპარატურის სასერვეროში განთავსების მომსახურება
  • მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემით (ინფრასტრუქტურა) სარგებლობა
  • ინტერნეტის დომენური სახელების რეგისტრაცია სამთავრობო Gov.ge-ის ზონაში
იხილეთ ვრცლად
ინფორმაციული უსაფრთხოება

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო გთავაზობთ ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით შემდეგი ტიპის სერვისებს:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა ავტორიზაცია (თანდართული ფაილი - სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს საბანკო რეკვიზიტი)
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის (იუმს) აუდიტი
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის აუდიტორის აუთსორსინგი
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის დანერგვა
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის დოკუმენტაციის სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის დოკუმენტაციის მომზადება
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემის მენეჯერის აუთსორსინგი
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემებთან დაკავშირებული ტრენინგის ჩატარება და სერტიფიცირება

იხილეთ ვრცლად
კვალიფიციური სანდო მომსახურებები

საქართველოს კანონის თანახმად, ელექტრონულ დოკუმენტს მიენიჭა მატერიალური დოკუმენტის, ხოლო მასზე შესაბამისი წესით შესრულებულ კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერასა და შტამპს - პირადი ხელმოწერისა და ბეჭდის ტოლფასი იურიდიული ძალა.

სსიპ ციფრული მმართელობის სააგენტო, როგორც სანდო მომსახურების მიწოდების პროცესის ზედამხედველი (ავტორიზაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი უწყება), სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად მუშაობს საქართველოში არსებული სანდო მომსახურებების (კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი, დროის აღნიშვნა და სხვა) ევროკავშირში აღიარების საკითხზე.

კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია

  • ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება - 2025 წელი
  • ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება - 2023 წელი
  • ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება - 2021 წელი
  • ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება - 2019 წელი
  • ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება - 2018 წელი

უცხოეთში აღიარებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებათა აღიარება საქართველოში

  • აღიარების შესახებ გადაწყვეტილება 2025 წელი
  • აღიარების შესახებ გადაწყვეტილება 2024 წელი
  • აღიარების შესახებ გადაწყვეტილება 2021 (ნოემბერი)
  • აღიარების შესახებ გადაწყვეტილება 2021 (თებერვალი)
იხილეთ ვრცლად