სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ქსელებისა და ინფორმაციული სისტემების - NIS (Network and Information Systems) და NIS 2 დირექტივების შესახებ. ავსტრიიდან და ლიეტუვიდან მოწვეულმა სფეროს ექსპერტებმა დირექტივების განხილვის პარალელურად, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილება აღნიშნული დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის პროცესთან დაკავშირებით.
ციფრული მმართველობის სააგენტომ ესტონეთის დელეგაციას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და გეგმები გააცნო
ციფრული მმართველობის სააგენტოს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის ძირითად მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package -SNGP) ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, SNGP Cyber Initiative საკითხების განხილვა და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა წარმოადგენდა.
ციფრული მმართველობის განვითარებისა და გაძლიერებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის მონაწილეებისთვის გაიმართა. ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს უწყების მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტსა და დანერგილ ელექტრონულ სერვისებზე, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგიის ძირითად ასპექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება-გაძლიერების მიზნით კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ.
რეგიონული კონფერენცია GITI 2022 დღეს პანელური შეხვედრებით გაგრძელდა. ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული კიბერპროექტები და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები გააცნეს. მათ შორის, კიბერსერვისებსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის მიმდინარე პროექტები: კიბერკლასი, ელექტრონული სწავლების პლატფორმა, Cyber Winter და სხვა.
ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე უწყების მიერ ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და ცვლილებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინა. უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების, ციფრული მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (ეროვნული CERT) კიბერუსაფრთხოების მასშტაბურ პროექტს იწყებს.
მასტერკლასების სერია თემებზე: